ანზორ ბოლქვაძემ 6 წელში საკუთარ ავტომობილს ბიუჯეტიდან, 70 000 ლარი დაახარჯა - "ანტიკორუფციული მოძრაობა"

საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადი ავტომობილისთვის თანხას ბიუჯეტიდან ხარჯავს. ანზორ ბოლქვაძე, 2016 წლიდან დღემდე, საკუთარი მანქანისთვის, საწვავისა და რემონტის ხარჯებს ხალხის ფულით ფარავს. თანხის რაოდენობამ 70 ათასი ლარი შეადგინა. საკითხი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეისწავლა.

ლევან გორგილაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დოკუმენტაცია წარმაოდგინა, რომლითაც დგინდება, რომ ბოლქვაძე ბიუჯეტიდან, თანხას, პირადი ხარჯებისთვის იყენებს. აღსანიშნავია, რომ ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიან აჭარაში, არაერთ მსხვილ ბიზნესს ფლობს.

მილიონერი დეპუტატი პარლამენტარობის პრივილეგიას მანქანის ხარჯებისთვისაც იყენებს. ლევან გორგილაძე პარალელს ავლებს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

მეტის ნახვა