ახალი ამბები • 1746614340
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაუშვან - რეზო ხარაზი
პოლიტიკა
1698835426
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაუშვან. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თოქ-შოუ „პოზიციაში“ განაცხადა. რევაზ ხარაზის თქმით, მამუკა რამიშვილი ხელს ყველა იმ პროექტს აწერს, რომელიც მერისგან დაკვეთით მისდის.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს. თავად მამუკა რამიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს ბათუმის მერიაშიც.
შეგახსენებთ, რამიშვილი უწყების არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას 2022 წლის აგვისტოდან ასრულებდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა