ახალი ამბები • 1747046220
დაძაბულობა პარლამენტში - ერთმანეთს "ხალხის ძალისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ
პოლიტიკა
1679490176
დაძაბულობა პარლამენტში. ერთმანეთს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული „ხალხის ძალისა“ და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. ხელჩართულ ჩხუბს, წინ, სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
ამის შემდეგ, კონფლიქტში ვიქტორ ჯაფარიძე ჩაერთო, რომელმაც ტრიბუნიდან მიკროფონი მოგლიჯა და ოპოზიციონერ კოლეგას, ტარიელ ნაკაიძეს ესროლა. დაპირისპირება რეპლიკებს მოჰყვა. კონკრეტულად კი, ჯაფარიძის გაღიზიანება სიტყვა „აგენტმა“ გამოიწვია, რის შემდეგაც, იგი დეპუტატ ნაკაიძეს თავს დაესხა და სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
კამათი მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებსა და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებს შორისაც გადაიზარდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა