დავით გაბაიძე საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კენჭი მხოლოდ ერთ საკითხს უყარეს. დეპუტატებმა საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად ხმა დავით გაბაიძეს მისცეს, რომელმაც ორგანოს შესახებ მოხსენება წარადგინა.

საბჭო საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და 11 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია და უფლებამოსილების ვადა 4 წელია.

ორგანოს სათათბიროდ მთავრობის მეთაური იწვევს ექვს თვეში ერთხელ მაინც.

მეტის ნახვა