ახალი ამბები • 1732284277
დღეს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს - საპროტესტო აქციები გრძელდება
ფოტო: მთავარი არხი
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გუშინ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დგანან - პარლამენტის სხვა შესასვლელები თავისუფალია.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის კონსტრუქციებით გაამაგრეს და დააბოქლომეს.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
პარლამენტი კი, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ 26 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს.
რუსთაველზე მიმდინარე აქციას, გამთენიისას ბათუმელი სტუდენტები შეუერთდნენ. მანამდე ისინი, 26 ოქრომბრის არჩევნების შედეგებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აპროტესტებდნენ.
1727447820