პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება ცნო | ქუჩაში აქცია კვლავ გრძელდება

პარლამენტი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება ცნო. 

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები, მინისტრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების შედეგები წარადგინა.

საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

პროცესებს აპროტესტებენ მოქალაქეები, ოპოზიციის წევრები, რომლებიც ქუჩაში დგანან და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და ამბობენ, რომ ახლა გადამწყვეტი ბრძოლაა ქვეყნის, ივანიშვილის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად. 

მეტის ნახვა