მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო | მას არ ესწრება ოპოზიცია, პრეზიდენტი და ელჩები

პარლამენტი

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო. ის უხუცესმა დეპუტატმა გახსნა. სხდომას  არ ესწრება ოპოზიცია, პრეზიდენტი და ელჩები. ადგილზეა "ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.

სიტყვით ამ წუთებში გიორგი კალანდარიშვილი გამოდის, რომელიც არჩევნების შედეგებს აჯამებს. 

პარლამენტის შენობასთან კი პარალელურად,  მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". 

მეტის ნახვა