ერთი დღე ევროკავშირის დასკვნამდე - პოლიტოლოგის შეფასება

ერთი დღე ევროკავშირის შეფასებამდე. როგორ ასრულებს საქართველო გაერთიანების მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას? - საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ხვალ დაიდება. ევროკომისია, შეჯერებულ პოზიციას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ხვალ, გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშიც გამოქვეყნდება, რომელიც ათ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც შეაფასებს. ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, იქნება რეკომენდაციებიც. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დეკემბერში გადაწყდება.

შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსისთვის, ჩვენმა ქვეყანამ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს, მათ შორის: აღმოფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, შეასრულოს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება, შექმნას თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო, დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და სხვა.

მეტის ნახვა