ირაკლი კობახიძემ მინისტრობის 3 კანდიდატი დაასახელა

კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრობის სამი კანდიდატი დაასახელა. სამივე მათგანის კანდიდატურა დასამტკიცებლად  პარლამენტს დღეს წარედგინება.   

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კანდიდატი - დავით სონღულაშვილი იქნება.

რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს - რატი ბრეგაძეს, ილია დარჩიაშვილსა და ოთარ შამუგიას, კობახიძის თქმით, ისინი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ.

კობახიძემ, ისევე როგორც მინისტრობის კანდიდატებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა