ირაკლი კუპრაძე დაზარალებულად ცნეს

პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო - საქმე ეხება 16 აპრილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძის დაკავებას, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო. პოლიტიკოსი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში გამოძიება სამართალდამცველის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

მეტის ნახვა