ხულოს მერიამ ერთი ღონისძიების სარესტორნო მომსახურებაზე 12 ათასი ლარი დახარჯა | რას წერს IDFI

ხულო ქვეყნის მასშტაბით მეორე მუნიციპალიტეტია, რომლის მერიასაც გასული წლის აგვისტოში, ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, სარესტორნო მომსახურების ყველაზე დიდი ხარჯი აქვს. მისი მოცულობა 12 ათასი ლარია. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ წერს. ორგანიზაციამ გამოიკვლია, რა მოცულობის წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიეს მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს.

გამოიკვეთა, რომ ჯამში 35 უწყების მიერ თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე დაყრდნობით, IDFI წერს, რომ საერთო ხარჯის უმეტესობა, მუნიციპალიტეტებმა მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, სასტუმროს ხარჯებსა და საჩუქრების შეძენაზე გამოიყენეს. დოკუმენტში, ხულოს მერია არ აკონკრეტებს, ვის უმასპინძლა და რისთვის დახარჯა ერთ სუფრაში 12 ათასი ლარი.

ჩვენ ბუნებრივია, დავუკავშირდით მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც აწერს ხელს დოკუმენტს. ბადრი მელაძემ ჩვენს კითხვას აგრესიულად უპასუხა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართა.

მეტის ნახვა