"ლელო" გამარჯვების შემთხვევაში პენსიების 1 000 ლარამდე გაზრდას აანონსებს

"ლელო საქართველოსთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიების 1 000 ლარამდე გაზრდას აანონსებს. როგორც პარტიის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეს არა წინასაარჩევნო დაპირება, არამედ რეალური გეგმაა.

პარტიაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ეკონომისტების მიერ და პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა უკვე მომავალი წლიდან არის შესაძლებელი.

"დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა, გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. ქართული ოცნება ზრუნავს მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე. ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არის დღეისთვის უკვე დათვლილი, შეფასებული ექსპერტების, ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს, რეალურად და მნიშვნელოვნად და ის შეადგენდეს 1 000 ლარს", - განაცხადა ლელო საქართველოსთვის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

მეტის ნახვა