მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს მუქარაში ადანაშაულებენ - აქცია ძალოვან უწყებასთან

აქცია აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან - ძალოვან უწყებასთან ბათუმელი ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი სამმართველოს უფროსს ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებენ.

როგორც ახლობლები ამბობენ, გრიგოლ ბესელიამ დანიშვნის შემდეგ, ავთანდილ კომახიძის დევნა დაიწყო და შეუთვალა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

ამ ეტაპზე, კომახიძე თურქეთში იმყოფება და საქართველოში ვერ ბრუნდება. აჭარის სამმართველოსთან შეკრებილები გრიგოლ ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ გასულა.

მეტის ნახვა