ახალი ამბები • 1746614340
ნიკა მელიას თქმით, ახალ პარტიას დააფუძნებს
პოლიტიკა
1701968520

ნიკა მელია ამბობს, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში "ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ამ გუნდის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
"მაშინდელი პარტია ხალხის ინტერესს ასახავდა, ხალხი მათში ხედავდა თავისნაირს. [...] მე დღეს ეს უკვე ვეღარ დავინახე. ის წიაღი, საიდანაც დაიბადება დიდი გამარჯვება და ლომის წვლილს შევიტანთ, არის ის წიაღი, სადაც მე ვარ ბევრ ადამიანთან ერთად. მე რომ სხვაგან მენახა ამის შესაძლებლობა, ვიქნებოდი სხვაგან. არც ერთ მოქმედ პარტიაში არ ვხედავ შესაძლებლობას გაწევრიანებისა... [ვაფუძნებ] რა თქმა უნდა. ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის", - განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, ახალი პარტია "გონივრულ ვადაში" დაფუძნდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა