ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

დიდი ოდენობით თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის ერთი - ფიზიკური, მეორე კი იურიდიული პირია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, 53 444 ევრო მოტყუებით დაარიცხინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ 9-დამ 12 წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო იურიდიულ პირს - ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა. გრძელდება გამოძიება.

მეტის ნახვა