ახალი ამბები • 1746614340
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება
პოლიტიკა
1696345846
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. საქმის განხილვა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს თავად სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.
მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როცა საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი ქვეყნის მთავარსარდლის იმპიჩმენტის საკითხზე.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა