რამდენად რეალურია ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლისა და ფინანსური დახმარების შეჩერების საფრთხე? - პოლიტოლოგის შეფასება

ევროკავშირი დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს, მთელი დასავლეთი კი მოლოცვებს ავრცელებს.  პარტნიორების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ სიაში საქართველოც უნდა ყოფილიყო. ასევე ისმის ღია გზავნილები იმასთან დაკავშირებით,რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, რადგან ქვეყანა "საპირისპირო მიმართულებით" მოძრაობს. პირდაპირია ჟოზეფ ბორელი, რომელიც აცხადებს, რომ აგენტების  კანონის პირობებში ქვეყნის ევროპული გზა ჩახერგილია. რამდენად რეალურია ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლისა და ფინანსური დახმარების შეჩერების საფრთხე?  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მართველი გუნდის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ამბობს, რომ სანქციები გარდაუვალია. მისივე თქმით, ივანიშვილს შესაძლოა პოლიტიკიდან წასვლა უნდა, თუმცა უკან დასახევი გზა არ აქვს. 

მეტის ნახვა