ახალი ამბები • 1746614340
რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დაჩქარებულად, საქართველოს ჰიმნისა და პროტესტის ფონზე დატოვა
პოლიტიკა
1690477200
რუსულმა საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი დაჩქარებულად, საქართველოს ჰიმნისა და პროტესტის ფონზე დატოვა. მოქალაქეებმა, აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საზღვაო გზით რუსი ოკუპანტების შემოსვლა გააპროტესტეს.
"არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!" - აცხადებდნენ შეკრებილები.
აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ხომალდის შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს".

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა