საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სარფში - ენმ ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრების განცხადებით, სარფში, სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები არ განხორციელებულა.

მამუკა ჯევაიში ამტკიცებს, რომ ტენდერი 132 ათას ლარიან სამუშაოებზე გამოცხადდა, თუმცა აუქციონის გარეშე გამარჯვებულმა შპს „დეკაგონმა“ პროექტი, მის ქვეკონტაქტორს „მილთ ჯგუფს“ ნახევარ ფასში გადასცა. ჯევაიშის თქმით, კომპანია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირისაა.

ბრალდების ადრესატ უწყებაში საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა