"საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს" | EU

ევროკავშირი

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს" - ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავს.

 

"დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება."- ნათქვამის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტის ნახვა