ახალი ამბები • 1726493747
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერმინისტრია. "ქართულმა ოცნებამ" მინისტრთა კაბინეტი 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.
1726250636
1726250429
1726250348
1725957626
1725903423