ახალი ამბები • 1747046220
ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
სპორტი
1677434820
ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს საქართველო-ისლანდიის დაპირისპირებამ გადაწყვიტა, რომელიც „თბილისი არენაზე“ გაიმართა. შესარჩევი ციკლის ბოლო თამაში ისლანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 80:77 დასრულდა.
მატჩი დასაწყისიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედი კი ბოლო წამებში გადაწყდა.
მსოფლიო ჩემპიონატი წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში - იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა