ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა

ლუკა ლოჩოშვილი

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

2022 წლის თებერვალში, იმ დროს ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

შეხვედრის 87-ე წუთზე „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელის, ნიკოლას ვერაშინგის მუხლი „აუსტრიას“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მოხვდა, რის შემდეგაც ის მინდორზე მოწყვეტით დაეცა.

შეჯახების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი ტაიგლთან მივარდა და მისი ენა დაიჭირა, რათა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულიყო.

„ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი მადლობა ამ პატივისცემისთვის. მიხარია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე და ის ახლა კარგად გრძნობს თავს მის ოჯახთან ერთად. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ცხოვრებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლოჩოშვილმა.

მეტის ნახვა