ახალი ამბები • 1747046220
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგთან ფრედ ითამაშა
სპორტი
1676467987

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა, დღეს, დიფერდანჟში ლუქსებურგის 19-წლამდე გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში, 26-ე წუთზე, ალეკო ბასილაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა - 0:1.
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ გაათანაბრეს - 1:1. შემდეგ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ, 18-წლამდელები 16 თებერვალს, ისევ 21:00 საათზე ჩაატარებენ.
წყარო: Nakrebi.ge

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა