1 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს გასულ წლებში?

მშვიდობის კორპუსი

1 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს? გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღებსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

1445 წლის 1 მარტს დაიბადა სანდრო ბოტიჩელი (ნამდვილი სახელი: ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი) - ფლორენტინის სკოლის წარმომადგენელი იტალიელი ფერმწერი.

1790 წლის 1 მარტს აშშ-ს მოსახლეობის პირველი აღრიცხვა ჩატარდა. შედეგიდან გამომდინარე ქვეყანაში 3 929 214 ადამიანი ცხოვრობდა. ინდიელები აღრიცხვაში არ მონაწილეობდნენ.

1879 წლის 1 მარტს დაიბადა ალან გარდინერი - ინგლისელი ეგვიპტოლოგი და ლინგვისტი.

1910 წლის 1 მარტს დაიბადა არჩერ ჯონ პორტერ მარტინი - ინგლისელი ბიოფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1912 წლის 1 მარტს სენტ-ლუისში, ალბერტ ბერიმ მოძრავი თვითმფრინავიდან პარაშუტით პირველი ნახტომი შეასრულა (სიმაღლე 460 მეტრი).

1927 წლის 1 მარტს დაიბადა ჰარი ბელაფონტე - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და საზოგადოებრივი აქტივისტი.

1938 წლის 1 მარტს დაიბადა ბორისლავ ბრონდუკოვი - უკრაინელი მსახიობი.

1941 წლის 1 მარტს პირველი კომერციული FM რადიოს მაუწყებლობა ჩაირთო - ნეშვილის რადიოსადგური W47NV.

1954 წლის 1 მარტს Castel Bravo-ს თერმობირთვული ცდები დაიწყო. აშშ-ში ერთ-ერთი პირველი წყალბადის 15 მეგატონიანი სიმძლავრის ბომბი ააფეთქეს. მან მარშალის კუნძულებზე ზოგიერთი ატოლის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია, რამაც ეს კუნძულები დღემდე. სიცოცხლისათვის გამოუდეგარი გახადა.

1961 წლის 1 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსის შექმნა გამოაცხადა.

1963 წლის 1 მარტს დაიბადა თომას ანდერსი (ნამდვილი სახელი: ბერნდ ვაიდუნგი) - გერმანელი პოპ-მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, ჯგუფ Modern Talking-ის ვოკალისტი.

1969 წლის 1 მარტს დაიბადა ხავიერ ბარდემი - ესპანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი (2007). 

1987 წლის 1 მარტს დაიბადა კეშა - ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

1994 წლის 1 მარტს დაიბადა ჯასტინ ბიბერი - კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი

მეტის ნახვა