იცით საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

ნაძვის ხის ტრადიცია

ძალიან ხშირად, როდესაც საშობაო ნაძვის ხის გაწყობას ვიწყებთ, არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს მთელი ის ტრადიცია, რომელიც ახალ წელს უკავშირდება. ამ სტატიაში ძალიან საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც კი გიფიქრიათ.

ნაძვის ხის ისტორია არც თუ ისე ძველი დროიდან იწყება. ახალ აღთქმაში, არსადაა საუბარი ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის მორთულ ხეზე. ფაქტია, რომ უფალს იერუსალიმში შესვლისას, ხალხი პალმის ტოტებით მიესალმა. ამდენად, ქრისტიანობაში პალმის ხე სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო იყო.

ჰავაიში პალმას დღესაც როგორც ნაძვის ხეს ისე იყენებენ, ხოლო აშშ-ში (ფლორიდაში), სპეციალური საშობაო პალმა იზრდება. ეს სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მისი წითელი ნაყოფი სწორედ დეკემბრისთვის მწიფდება.

ნაძვის ხის ისტორია და მისი ხსენება, პირველად წმინდა ბონიფასის ძველ გერმანულ ლეგენდაში გვხვდება. ქრისტიანობის უპირატესობის დასამტკიცებლად, მას სურდა წარმართული ღმერთების უძლურების დემონსტრირება და მოჭრა ოდინის (ტოროას) წმინდა ხე.

მე-15 საუკუნეში ლივონიაში (თანამედროვე ესტონეთის ტერიტორია), შავთავიანთა ძმათა გაერთიანებამ, რივერის მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე მორთო (თანამედროვე ტალინი), რომლის გარშემოც მოსახლეობამ სადღესასწაულო ცეკვები მოაწყო.

მე-16 საუკუნის ბრემენის ქრონიკა აღწერს საშობაო ნაძვის ხის მორთულობას ქაღალდებით, ყვავილებით, გირჩებით, თხილითა და ვაშლით.

ნაძვის ხის ისტორია გერმანიაშიც განსხვავებული იყო. მაგალითად, გერმანიაში არსებობდა უძველესი ჩვეულება, რომ ტყეში საახალწლო ნაძვის ხე ცვილის სანთლებითა და სათამაშოებით მორთულიყო. სხვადასხვა სახის ცერემონიალი იმართებოდა ასეთი ხის გარშემო. მოგვიანებით, ხეების გაწყობა დაიწყო სახლში.

როდესაც გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა მოინათლა, მრავალი რიტუალი და ჩვეულება ქრისტიანული შინაარსის გახდა. ამან იმოქმედა ნაძვის ხეების გაფორმების ჩვეულებაზეც, რომელიც ემთხვევა შობას. უკვე შემდგომში, ნაძვი ოფიციალურად გახდა საშობაო ნაძვის ხე, რომელსაც ასევე უწოდეს "სანტა კლაუსის ხე".

პირველი ოფიციალური ნაძვის ხის ისტორია მიეწერება მარტინ ლუთერს, რომელმაც საშობაოდ საკუთარ სახლში მოაწყო საახალწლო ნაძვის ხე, რომელშიც ცხოვრების სიმბოლოს ხედავდა.

 

წყარო: isurve.ge

მეტის ნახვა