აჭარას პოპულარიზაცია უნგრეთსა და დანიაში გაუწიეს - დეპარტამენტი

ტურიზმი

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. რეგიონის ტურისტული პროდუქტები და სერვისები უნგრეთისა და დანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იყო წარდგენილი. ღონისძიებების ფარგლებში უნგრელ და დანიელ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გასცნობოდნენ და საქართველოში მოგზაურობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წარმომადგენლებმა უნგრეთსა და დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის, იყო შეხვედრები უნგრეთის ტურიზმის ასოციაციის ფონდის პრეზიდენტთან, wizzair-ის, budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ის, უნგრეთის აეროპორტისა და სხვადასხვა წამყვანი მარკეტინგულ კომპანიების წარმომადგენლებთან.

დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

მეტის ნახვა