აჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება

ბათუმი ტურიზმი

რეგიონში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგ-სემინარები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას მარტის ბოლოდან დაიწყება და მასში ჩართვა აჭარაში მოქმედ გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ შეუძლიათ.

უწყების ცნობით, წელს, პირველად ტრენინგები ჩატარდება აჭარაში მოქმედი თურქულენოვანი გიდებისთვის, რომლებიც ბათუმისა და აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდებიან. ტრენინგების გავლისას, გიდის პროფესიის დაუფლებისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების შესწავლის საშუალება მიეცემა დამწყებ გიდებსაც.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სატრენინგო პროგრამას სთავაზობს რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს. განთავსების ობიექტების ეფექტური მუშაობის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები მმართველი რგოლისთვის (მეპატრონეები, მენეჯერები), ასევე მიმღები განყოფილების თანამშრომლების, დასუფთავების სამსახურის მენეჯერ-სუპერვაიზერებისა და დიასახლისებისთვის.

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას გაივლის რეგიონში ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილების კვების ობიექტების მზარეულები. სატრენინგო პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ სერვისის განვითარების ვებპორტალზე http://serviceajara.ge/, სადაც განთავსებულია საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამის კალენდარი. საგაზაფხულო ტრენინგ-პროგრამებისას ჯამში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება",  -წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა