ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს - რას სთავაზობს მოქალაქეებს დეპარტამენტ | ინტერვიუ

25-26 ნოემბერს, ბათუმი, სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარდგენილი. წელს ღონისძიების ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგებზე  გაკეთდება.  სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ანსამბლი „შვიდკაცა“, „აფხაზეთი“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“ და „მგზავრები“ იზრუნებენ.

ფესტივალის შესახებ ლელა გოგუაძე გვესაუბრა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობს.

მეტის ნახვა