ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. რეგიონში მოქმედ გიდებს, პროფესიული დღე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა. შეხვედრა რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.

დაჯილდოვდა 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი. სერტიფიკატები გადაეცათ კურსდამთავრებულებს. ღონისძიების ბოლოს, გაიმართა დისკუსია თემაზე - „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში, რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში, რეგიონში მოქმედი, 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული.

მეტის ნახვა