კამპანია "გამომყევი აჭარაში" დასრულდა | ინტერვიუ გამარჯვებულ დავით ოქროპილაშვილთან

“გამომყევი აჭარაში” - შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია დასრულდა. ორ თვიანი კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ბლოგერები,  ფოტოგრაფები და სხვა ცნობილი სახეები აჭარაში მოგზაურობდნენ და საინტერესო კონტენტს ქმნიდნენ. ისინი გამომწერებს ჩვენი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს უზიარებდნენ. აქტივობებმა სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.

კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა. ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 32,მილიონ 722, ათას 801 წვდომა შეადგინა. მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა.  მესამე ადგილზე ტიკტოკ ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა.

გამარჯვება ასევე მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ, ზურა გელაშვილმა და ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა.

მეტის ნახვა