კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებული ქუჩის ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი გახდა

“გამომყევი აჭარაში” - კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა. პიარაქტივობის  მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა.

ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 32 მილიონზე მეტი რიჩი დააგროვა.  მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა. მესამე ადგილზე ტიკტოკ ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. იგი 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეტის ნახვა