ახალი ამბები • 1747046220
"ხალხური ტრადიციები და რიტუალები" - აჭარაში, ახალი გზამკვლევი მომზადდა
ტურიზმი
1677231155
„ხალხური ტრადიციები და რიტუალები“ ამ სახელწოდებით აჭარაში ახალი გზამკვლევი მომზადდა. სახელმძღვანელოში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები.
სახელმძღვანელოს მიზანი რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა. წიგნის ბეჭდური ვერსია დაინტერესებული პირებისთვის აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. მასში ყურადღება იმ ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს ეთმობა, რომლებიც საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ისე ვიზიტორებისთვის.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა