ახალი ამბები • 1745861590
ჯანმო პაციენტებისთვის კოვიდგადატანილი ადამიანების პლაზმის გადასხმის წინააღმდეგია
კორონავირუსი
1638883829

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პაციენტებისთვის კოვიდგადატანილი ადამიანების პლაზმის გადასხმის წინააღმდეგია. განახლებული რეკომენდაციები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
16 236 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ 16 კვლევაზე დაყრდნობით ჯანმომ დაასკვნა, რომ პლაზმის გადასხმა არ იწვევს სიკვდილიანობის მნიშვნელოვან კლებას ან პაციენტის დამძიმების ალბათობის შემცირებას.
გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ პლაზმის გადასხმა ძვირადღირებული და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. ამის გამო ჯანმო ურჩევს მედიკოსებს, აღარ გადაუსხან მძიმე ავადმყოფებსა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს კოვიდგადატანილი ადამიანებს პლაზმა და „დაჟინებით მოუწოდებს“, არ გადაუსხან პლაზმა საშუალო და ნაკლებად მძიმე პაციენტებს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა