ახალი ამბები • 1751273063
"ომიკრონით" ხელახლა დაინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია - ჯანმო
კორონავირუსი
1639548423

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მრავალ მონაცემს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა“, - თქვა აბდი მაჰმუდმა.
ექსპერტის თქმით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ვითარება სხვაგვარად განვითარდეს.
„თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის დელტა ვარიანტით“, - აღნიშნა მუჰამედმა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა