საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავრობის სხდომა

კორონავირუსი მინისტრთა კაბინეტში - კოვიდი ოთხ მინისტრს დაუდასტურდა.

ინფიცირებულები არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

ინფიცირების გამო, მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ.

ფოტო: არქივიდან

მეტის ნახვა