ახალი ამბები • 1750760310
1 მარტი კატების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება
1677658583

გაზაფხულის დასაწყისი კატებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ამიტომაც, გაზაფხულის პირველ დღეს კატების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მეცნიერები, რომლებმაც ეს ცხოველი შეისწავლეს, ამბობენ, რომ კატები ძალიან ჭკვიანი და ბევრ რამეში ძაღლებზე უკეთესი ქმნილებები არიან. თუმცა, ძაღლების მსგავსად, გადაგდებული ჯოხის მოტანა არ შეუძლიათ, რადგან ისინი ამას თავის მოვალეობად არ მიიჩნევენ.
კატებს თავისებური ხასიათი აქვთ. ისინი პატივისცემას ითხოვენ და ასე გრძნობენ თავს ადამიანის ტოლად. მსოფლიო კატების დღე კიდევ ერთი მიზეზია, მადლობა გადაუხადოთ თქვენს ცხოველს.
კატებს ძალიან უყვართ მოფერება და სითბო. თუ კატას სითბოთი და ყურადღებით უზრუნველყოფთ, მაშინ იგი აუცილებლად სასიამოვნო კრუტუნს გაჩუქებთ.
მეტის ნახვა