2025-ში მთავრობა დასავლეთიდან 60 მილიონ ლარიან გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წელში მინიმალურია | TI

2025-ში მთავრობა დასავლეთიდან 60 მილიონ ლარიან გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წელში მინიმალურია - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს. TI საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტის მოკლე ანალიზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თანხები  91 მილიონი ევროთი ნაკლები იქნება. ორგანიზაციის ცნობითვე, ცალკე აღებული ევროკავშირის გრანტი 92 მილიონი  ლარით მცირდება და მხოლოდ 15 მილიონი ლარი იქნება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2024 წელთან შედარებით გრანტები 2.5-ჯერ შემცირდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, ამ სიკეთეების დაკარგვაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების ხელისუფლებაა, რომელმაც რუსული პოლიტიკის გატარებით ქვეყანა დასავლეთის მტრად აქცია. 

მეტის ნახვა