კესარია აბრამიძის საქმე

კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, აბრამიძეს და ჯაიანს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ცნობილი ხდება, რომ წინასწარ ჰქონდა განზრახული აბრამიძის მოკვლა, მან შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე იყიდა დანა, რომლითაც შემდეგ გარდაცვლილს 28 ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. ჯაიანი ჯერ თბილისში მოძრაობდა, გამოიცვალა სისხლიანი ზედა, შემდეგ სენაკის მიმართულებით წავიდა, ის ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ დააკავეს. შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. 

მეტის ნახვა