რა მოლოდინებს აზღვევს სუსი | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

რა აშინებს „ოცნებას“ და რა მოლოდინის წინასწარი დაზღვევაა სუს-ის დღევანდელი განცხადება? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენის მიზნით, ხელისუფლების წევრების დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება იგეგმება. უწყება წერს, რომ მასში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული. პრემიერ-მინისტრი ამბობს,  რომ ამის უკან რადიკალური ოპოზიცია და  მათი უცხოელი მფარველები დგანან. გავრცელებულ განცხადებებს ადგილობრივი ოპოზიცია აფასებს. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა - აცხადებენ პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ასე მისთვის საშიში მოლოდინების, ხელისუფლების დაკარგვის პრევეცინაციას ახდენს. 

მეტის ნახვა