ახალი ამბები • 1738944434
საკონსტიტუციო სასამართლო აგენტების კანონის მოქმედებას არ აჩერებს | შეფასებები
როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას აგენტების კანონთან დაკავშირებით? კითხვაზე კონკრეტული პასუხი კვლავ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 31 აგვისტოს დაასრულა, 23 დღის შემდეგ პრესცენტრში გვეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. არადა მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს შეუძლია, კანონის მოქმედება შეაჩეროს, ვიდრე საბოლოო გადაწყეტილება იქნება მიღებული. შეგახსენებთ, აგენტების კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს აგენტების იარლიყს აკრავს. დოკუმენტის ინიცირების დღიდან ქვეყანაში მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა და დღემდე, მას პროტესტს უცხადებს ენჯეობისა და მედიაორგანიზაციებს უდიდესი ნაწილი, რომლებიც აგენტების რეესტრში არ რეგისტრირდებიან. მსგავსმა კანონმა რუსეთში სრულად გააქრო მესამე სექტორი და დამოუკიდებელი მედია.

1738914298

1728455482

1727447820