აგენტების კანონის შედეგები სახეზეა - შშმ აქტივისტ დეა ერემაშვილის პერსონალური ინფორმაცია გამოუქვეყნეს

„აგონიაში მყოფი „ქართული ოცნება“ ყველა ბინძური მეთოდის გამოყენებით ცდილობს, ხელი შეუშალოს გამარჯვების კამპანიას“ – „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“  წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ ამის მაგალითად გუშინდელი ფაქტი მოიყვანა და განაცხადა, რომ გვიან ღამით, ხელვაჩაურში, სააგიტაციო მასალის განთავსების შემდეგ, პოლიციელებმა ავტომობილი ყოველგვარი იურიდიული განმარტებების გარეშე ჩამოართვეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს. ქაშიბაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების დალუქვის გარეშე მოხდა. ენმ გომელაურის უწყებას მიმართავს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებები არ გაკეთებულა. 

მეტის ნახვა