ახალი ამბები • 1730726054
"7 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს" - რა მოხდა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში?
საზოგადოება
1679909419
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. TV25.GE-ის ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამაც მოსწავლეების მოწამვლა გამოიწვია. მოიწამლნენ პედაგოგი და მანდატურიც.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მოიწამლა 7 მოზარდი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
მომხდარზე ინფორმაცია სკოლის დირექტორმა დაგვიმალა. გვითხრა, რომ მასწავლებელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამიტომ გამოიძახეს. რამდენიმე წუთში, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, ჩვენ მას ისევ დავუკავშირდით, თუმცა ნატალია მგელაძემ სატელეფონო ზარზე აღარ გვიპასუხა.
დამატებით დეტალებს ვარკვევთ და რამდენიმე წუთში აქვე შემოგთავაზებთ.
კესარია აბრამიძის საქმე
1726854943
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1...
1726726009
მეტის ნახვა