აჭარის მთავრობის სახლთან მყოფმა უსახლკაროებმა შიმშილობა დაიწყეს

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების პროტესტი და ხელისუფლების უმოქმედობა. აჭარის მთავრობის სახლთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით უკვე მესამე დღეა უსახლკაროების უწყვეტი აქციები გრძელდება. დაპირებებით დაღლილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. სოციალურად დაუცველებმა, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა  დღეს უკიდურეს ზომებს მიმართეს. აქციის მონაწილეებმა შიმშილობა  დაიწყეს.

მეტის ნახვა