ახალი ამბები • 1738862801
გრიშაშვილისა და კვინიტაძის ქუჩებზე, ახალ კორპუსებში 82 ოჯახს საცხოვრებლები გადასცეს
“ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში, 82 ბენეფიციარი საცხოვრებელი სახლით გრიშაშვილისა და კვინიტაძის ქუჩებზე აშენებულ ახალ კორპუსებში დაკმაყოფილდა. ოჯახებს გასაღები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გადასცა. გრიშაშვილის 9 ნომერში, ასევე კვინიტაძის 1-ში, 3-ში და 11-ში ავარიული სახლების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის კორპუსები აშენდა. პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე და დასრულების ეტაპზეა - მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში. გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება ოთხ მისამართზე. 255 სახლზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნა. პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” 4 წლიანია და ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს.

1738829541

1728455482

1727447820