სტუდენტებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციაში მონაწილე ახალგაზრდების თქმით, მნიშნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. თარიღი  1996 წლიდან აღინიშნება.  სწორედ მაშინ შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. ჩვენი ქვეყანა თარიღს 1997 წლიდან აღნიშნავს. ეს დღე შეგვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ზრუნვა მის სისუფთავესა და ეკოლოგიურ მდგრადობაზე.

მეტის ნახვა