ახალი ამბები • 1756410394
აჭარის მთავრობის სახლთან უსახლკაროების უწყვეტი პროტესტი გრძელდება
საზოგადოება
1730986669

უსახლკაროების უწყვეტი პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. ათ დღეზე მეტია იპოთეკით დაზარალებული, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ადამიანები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე ხელისუფლება მათ წუხილს არ გაიზიარებს. უარი თქვეს სახელმწიფოს შეთავაზებაზე. წინადადება თითოეულ მათგანზე 3 ათასი ლარის გადახდას და ქირით გაყვანას გულისხმობდა. ითხოვენ, მთავრობამ მათთვის კორპუსი ააშენოს. აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა