ახალი ამბები • 1753688546
აქცია თამარის დასახლებაში - რას ითხოვს მოსახლეობა?
საზოგადოება
1706889912
მოსახლეობა „ნაზილბეს“ წინააღმდეგ - მოქალაქეები სახელმწიფოსგან კომპანიასთან შუამდგომლობის სახით, დახმარებას ითხოვენ. ხელვაჩაურში მცხოვრებლებს იმ დაპირების შესრულება სურთ, რაც წინასაარჩევნოდ მიიღეს. სადავოა თამარის დასახლებაში არსებული ტერიტორია, სადაც საფეხბურთო მოედანია განთავსებული.
დაპირების თანახმად, სივრცე მოსახლეობის სარგებლობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადგილზე დღეს მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და მონაკვეთის შემოღობვა დაიწყო. ამას მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მწვავე დაპირისპირება მოყვა.
ადგილობრივებმა მათ სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
მოქალაქეების თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და საკუთრებას, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, არ დათმობენ.

თევზაობისას კაცს დენმა დაარტყა და დაიღუპა
1753255638

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა