ახალი ამბები • 1769693544
ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც გუშინ ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
საზოგადოება
1770459381
ბათუმში, 6 თებერვალს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი,ალექსანდრე მამალაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ბონის ხიდიდან გადავარდა.
წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს დაეცა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მეტის ნახვა






















