“ასანთის სამყაროში ჩატეული ხელოვნება” - ბათუმში, ალექსანდრე აბუსელიძის გამოფენა გაიმართა

ალექსანდრე აბუსელიძე

“ასანთის სამყაროში ჩატეული ხელოვნება” - ბათუმში, ალექსანდრე აბუსელიძის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე  თვითნასწავლი კონსტრუქტორის მიერ ასანთის ღერებისგან შექმნილი ბიგ-ბენის (10 000 ასანთის ღერი), სკოლა ,,ნიკეს’’ (41 000 ღერი), ,,ვიზეარის’’თვითმფრინავი (21 000 ღერი) და სხვა მაკეტები იყო წარმოდგენილი.

ალექსანდრე აბუსელიძე ასანთის ღერებისგან ქმნის მაკეტებს, რის გამოც მას ,,ასანთის ღერების არქიტექტორს“ ეძახიან.

ალექსანდრე სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტია. სწავლის პარალელურად იგი გატაცებულია მეტეოროლოგიით, მენეჯმენტითა და კულინარიით.

უახლოეს მომავალში აბუსელიძე მუშაობას იწყებს გრანდიოზულ პროექტზე, რომელიც შესაძლებელია მასშტაბურობით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს.

მეტის ნახვა